ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები 15 სექტემბრიდან საგზაო უსაფრთხოების წესებს შეისწავლიან.
ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა და განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადეს.

აპრილი 28, 2011
მე-11 კლასის მოსწავლეები საგზაო უსაფრთხოების წესებს შეისწავლიან

აპრილი 26, 2011
დედამიწის დღე
22 აპრილს ფინდმა პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნა „დედამიწის დღე“
აპრილი 25, 2011
სასკოლო ღონისძიება
პროექტების „უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში“ და „იყავი ხილული, იყავი დაცულის“ ფარგლებში ბათუმის და ზუგდიდი საჯარო სკოლებში ჩატარდა ღონისძიება.
აპრილი 12, 2011
საახალწლო აქცია თბილისის ბავშვთა სახლში
ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ჩაატარა საახალწლო აქცია თბილისის ერთერთ ბავშვთა სახლში. შეხვედრის ფარგლებში ბავშვებს ჩაუტარდათ სახალისო, ინტერაქტიული ტრენინგები საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხზე, რომელშიც ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში.

აპრილი 12, 2011
უსაფრთხოების ღვედების გამოყენება 1 დეკემბრიდან სავალდებულო გახდება
მალე მანქანებში ღვედების გამოყენება კანონით სავალდებულო გახდება. პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში 1 დეკემბრიდან შევა. კანონში შესული ცვლილებების შედეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლი, ან მისი გვერდით მჯდომი პირი, ღვედის გარეშე მგზავრობის გამო 40 ლარით დაჯარიმდება.