მისია



ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მისია

ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები საქართველოს გზებზე, აამაღლოს საგზაო უსაფრთხოების კულტურისა და განათლების დონე, პოპულარიზაცია გაუწიოს უსაფრთხო და სუფთა ტრანსპორტს.

ფონდის შესახებ

 

ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც პოპულარიზაციას უწევს საქართველოს გზებზე უსაფრთხო მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მაღალი რიცხვის შესამცირებლად. ფონდის მისიაა ითანამშრომლოს სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორთან, რათა შემცირდეს საგზაო შემთხვევების რაოდენობა, ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, მედიას, ახალგაზრდებს საგზაო უსაფრთხოების განათლებისა და კულტურის ამაღლების მიზნით. ფონდი არის რამოდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და იზიარებს მათ გამოცდილებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით, რათა საქართველოც ჩაერთოს გლობალურ საგზაო უსაფრთხოების კამპანიებსა და მოძრაობებში. 2006 წლიდან მოყოლებული, ფონდმა განახორციელა უამრავი წარმატებული პროექტი, მათ შორისაა ღვედების გამოყენების კამპანია და ახალგაზრდებში საგზაო უსაფრთხოების შესახებ განათლების ამაღლება, რომელიც 2007 წელს დაიწყო და დაფინანსებული იყო USAID-ის, BP-ის, the FIA Foundation for Automobile and Society-ისა and Toyota Caucasus-ის მიერ. 2010 წელს,  კერძო და საჯარო სექტორთან ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ავტომობილის წინა სავარძელზე ღვედის გამოყენების აუცილებლობის შესახებ; რომლის შემდგომაც, ღვედის გამოყენების რაოდენობამ 95%-ს მიაღწია. წლების განმავლობაში, ფონდი გახდა საგზაო უსაფრთხოების კუთხით მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო, მედია და კერძო სექტორის მიერ შექმნილი ალიანსისა და კავშირის წამყვანი წევრი.

 

ამჟამად, ფონდი არის წევრი საერთაშორისო ორანიზაცია „უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის ალიანსი აღმოსავლეთ ქვეყნებში“ (EASST), რომელიც დაფუძნებულია დიდ ბრიტანეთში. ფონდი  ევროპის 10 ქვეყნის ორგანიზაციის პარტნიორია.
2012 წელს, ფონდი დაჯილდოვდა პრინც მაიკლის საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ჯილდოთი ფონდის მიერ განხორციელებული წარმტებული პროექტების აღიარებისთვის.
2013 წელს, ფონდი შეუერთდა საგზაო უსაფრთხოების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალურ ალიანსს;
2006 წლიდან ფონდმა განახორციელა მაღალი პროფილის პროექტები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნა აღიარებული და გაზიარებული თავიანთ ქვეყნებში.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.