უსაფრთხოების ღვედების გამოყენება 1 დეკემბრიდან სავალდებულო გახდება

მალე მანქანებში ღვედების გამოყენება კანონით სავალდებულო გახდება. პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში 1 დეკემბრიდან შევა. კანონში შესული ცვლილებების შედეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლი, ან მისი გვერდით მჯდომი პირი, ღვედის გარეშე მგზავრობის გამო 40 ლარით დაჯარიმდება. ჯარიმა არ დაეკისრება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლებს, რომლის კონსტრუქციაც  უსაფრთხოების ღვედს არ ითვალისწინებს.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.