სასკოლო ღონისძიება

პროექტების „უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში“ და „იყავი ხილული, იყავი დაცულის“ ფარგლებში ბათუმის და ზუგდიდი საჯარო სკოლებში ჩატარდა ღონისძიება.

შეხვედრის ფარგლებში ბავშვებს ჩაუტარდათ სახალისო, ინტერაქტიული ტრენინგები საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხზე, რომელშიც ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. ასევე, მათთვის ნაჩვენები იქნა ფილმი, რომელიც დამზადდა ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ პროექტის განმავლობაში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

 

სკოლის მოსწავლეებს, ასევე დაურიგდათ სხვადასხვა საჩუქრები: სახელმძღვანელოები, პოსტერები, სანიშნეები, რვეულები, სხვადასხვა თვალსაჩინო მასალები და მაისურები სლოგანებით.  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.