აპრილი 12, 2011
ფორმულა 3 რუსთავის ავტოდრომზე
22 ნოემბერს რუსთავის ავტოდრომზე გაიმართა წრიული რბოლის დასკვნითი ეტაპი პროფესიონალთა შორის, რბოლაში მონაწილეობა მიიღეს „ლეგენდ ქარის“ და ფორმულა 3-ის ავტომობილებმა. ფონდმა ზემოხსენებული შეჯიბრის ფარგლებში კიდევ ერთხელ გააჟღერა უსაფრთხოების ღვედების გამოყენების აუცილებლობის საკითხი და მაყურებელთა შორის სხვადასხვა საინფორმაციო ფლაერები დაარიგა.

აპრილი 12, 2011
ავტო-საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა დღე
ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ავტო-საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს რეზოლუციაზე დაყრდნობით 2009 წლის ნოემბრის თვის მესამე კვირა ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა დღედ გამოცხადდა.

აპრილი 12, 2011
ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე
ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და ევროკომისიის წარმომადგენლობამ საქართ[ელოში, 2008 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე აღნიშნეს. ეს დღე ევროკავშირში შარშან დაწესდა და მას ევროკავშირის ყველა ქვეყანა აღნიშნავს.

აპრილი 12, 2011
საგზაო უსაფრთხოების ფორუმი რომში
5 მაისს იტალიის დედაქალაქმა უმასპინძლა შეხვედრას, რომელიც კამპანიის - ,,ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო“ (Make Roads Safe) ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრები განვითარებადი ქვეყნებიდან, მსოფლიო ბანკის და გაეროს მაღალი თანამდებობის პირები, საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები, ცნობილი სახეები.

აპრილი 12, 2011
ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამით, 2008 წლის მარტში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა დელეგაცია საქართველოდან, რომელშიც შედიოდნენ: ფონდის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის მოადგილე ეკატერინე ლალიაშვილი.