მე-11 კლასის მოსწავლეები საგზაო უსაფრთხოების წესებს შეისწავლიან

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები 15 სექტემბრიდან საგზაო უსაფრთხოების წესებს შეისწავლიან. 
ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა და განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადეს. 
როგორც ვანო მერაბიშვილმა განმარტა, მართვის მოწმობა არასრულწლოვანზე მხოლოდ მშობლის ნებართვით გაიცემა. ასევე იქნება გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის მართვის მოწმობის მფლობელი არასრულწლოვანი არ უნდა იყოს მგზავრთა გადამყვანი. 
18 წლის ასაკის შესრულების შემდეგ მართვის მოწმობის მფლობელი ვალდებულია გამოცვალოს მართვის მოწმობა. 
როგორც ვანო მერაბიშვილმა განმარტა, მხოლოდ 18 წლის ასაკში მიღებული მართვის მოწმობა არის საერთაშორისოდ აღიარებული. გარკვეული დარღვევების შემდეგ არასრულწლოვანს მართივს მოწმობა ჩამოერთმევა.
დიმიტრი შაშკინის განმარტებით, მოსწავლეები საგზაო უსაფრთხოების წესებში ჩათვლას მიიღებენ. 
არასრულწლოვანი, რომელიც ჩათვლას მიიღებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მართვის მოწმობას უფასოდ აიღებს.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პოლიციის აკადემიის დახმარებით გადამზადდება პედაგოგები, რომლებიც სკოლებში თეორიულ კურს წაიკითხავენ.



სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.