
აპრილი 12, 2011
უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მალე სავალდებულო შეიძლება გახდეს!
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ში. ქალაქ ნიუ-იორკის მერთან მაიკლ ბლუმბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საგზაო უსაფრთხოება მეტად აქტუალური პრობლემაა საქართველოში და აუცილებელია მისი მოგვარება აშშ-ის გამოცდილების გათვალისწინებით.
აპრილი 12, 2011
საგზაო უსაფრთხოების აქცია მე-60 სკოლაში
,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ პროექტის ფარგლებში თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღჴნისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-3,მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა. ბავშვებმა მოწვეული სტუმრების წინაშე მოახდინეს დემოსტრირება იმ ცოდნის და უნარჩვევების, რომელიც პროგრამის: ,,ჩვენ ვიცავთ საგზაო წესებს“ განხორციელების შემდეგ შეიძინეს.

აპრილი 12, 2011
გამგეობის შეხვედრა პარლამენტში
6 აპრილს ,,უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ფონდმა გამართა შეხვედრა პარლამენტარებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და პარლამენტი ვიცე სპიკერი გიგი წერეთელი, ასევე ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი და სხვადასხვა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები.
აპრილი 12, 2011
ახალი სარეკლამო რგოლი
ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გადაიღო ახალი სარეკლამო რგოლი, რომელიც უსაფრთხოების ღვედების გამოყენებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. სარეკლამო რგოლი სახელწოდებით: ,,შეიკარი ღვედი სიყვარულისთვის“ მალე საქართველოს სხვადასხვა ტელეკომპანიების საშულებით დატრიალდება.

აპრილი 12, 2011
ახალი ბილბორდები თბილისი ქუჩებში
თბილისი ქუცებში ახალი ბილბორდები გაჩნდა, რომლებიც მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს და მოუწოდებს უსაფრთხოების ღვედების გამოყენებას. ბილბორდი ამცნობს მოსახლეობას, რომ უსაფრთხოების ღვედები ამცირე მძიმედ დაშავები რისკებს, ის საუკეთესო მეორადი დაცვის მეანიზმია ავტო-საგზაო შემთხვევისას. დაიზღვიეთ ბედი, შეიკარით ღვედი!