დედამიწის დღე

22 აპრილს ფინდმა პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნა „დედამიწის დღე“, რომლის მთავარი გზავნილი იყო: შეაჩერე კლიმატის ცვლილება, ითამაშე შენი როლი!

წარმოდგენილი იქნა თბილისში არსებული სხვადასხვა საავტომობილო კომპანიების ‚მწვანე’ მანქანების გამოფენა, რომლებიც ამ დღისთვის შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით: საწვავის კუთხით ეკონომიური, მცირე ზომის ავტომობილი, რომელიც ნაკლებ გამონაბოლქვს გამოყოფს და ხმაურს გამოსცემს და, შესაბამისად, ნაკლებად აბინძურებს გარემოს, აგრეთვე მცირე ადგილს იკავებს გზაზე გადაადგილებისას, რაც ქალაქის განტვირთვასაც უწყობს ხელს და ნაწილობრივ საცობების პრობლემასაც უხსნის მოსახლეობას. აქციის მიზანს წარმოადგენდა, გაეცნო საზოგადოებას ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების დადებითი მხარეები და მათი პოპულარიზაცია მოეხდინა.

აქციას დაესწრო ქალაქის მერი გიგი უგულავა. 

გიგი უგულავა: თითოეულმა ადამიანმა, რომ იზრუნოს გარემოზე, ეს ყვალა შეთხვევაში გარემოს წაადგება. მთელ მსოფლიოში ცდილობენ აღნიშნონ დედამიწის დღე და პოპულარიზაცია გაუწიონ მას, მაგრამ ეს უნდა გახდეს ადამიანების ყოველდღიურობა. სულ უფრო და უფრო მეტი მცდელობაა იმისა, რომ გამონაბოლქვი იყოს ნაკლები და მანქანა ეკონომიური იყოს, რაც საბოლოო ჯამში ეკოლოგიაზე აისახება

 



სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.