აპრილი 12, 2011
თბილისობის დღესასწაული
თბილისობის დღესასწაულზე გამართულ ავტო-შოუზე კიდევ ერთი საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში მოსულ დამთვალიერებელს ანტიკვარული მანქანების ხილვასთან ერთად შესაძლებლობა მიეცათ ენახათ მანქანა-დანადგარი, რომელიც კომპანია BP მოგვაწოდა.
აპრილი 12, 2011
ფორმულა 3 რუსთავის ავტოდრომზე
22 ნოემბერს რუსთავის ავტოდრომზე გაიმართა წრიული რბოლის დასკვნითი ეტაპი პროფესიონალთა შორის, რბოლაში მონაწილეობა მიიღეს „ლეგენდ ქარის“ და ფორმულა 3-ის ავტომობილებმა. ფონდმა ზემოხსენებული შეჯიბრის ფარგლებში კიდევ ერთხელ გააჟღერა უსაფრთხოების ღვედების გამოყენების აუცილებლობის საკითხი და მაყურებელთა შორის სხვადასხვა საინფორმაციო ფლაერები დაარიგა.

აპრილი 12, 2011
ავტო-საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა დღე
ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ავტო-საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს რეზოლუციაზე დაყრდნობით 2009 წლის ნოემბრის თვის მესამე კვირა ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა დღედ გამოცხადდა.

აპრილი 12, 2011
ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე
ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და ევროკომისიის წარმომადგენლობამ საქართ[ელოში, 2008 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე აღნიშნეს. ეს დღე ევროკავშირში შარშან დაწესდა და მას ევროკავშირის ყველა ქვეყანა აღნიშნავს.

აპრილი 12, 2011
საგზაო უსაფრთხოების ფორუმი რომში
5 მაისს იტალიის დედაქალაქმა უმასპინძლა შეხვედრას, რომელიც კამპანიის - ,,ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო“ (Make Roads Safe) ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრები განვითარებადი ქვეყნებიდან, მსოფლიო ბანკის და გაეროს მაღალი თანამდებობის პირები, საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები, ცნობილი სახეები.