საახალწლო აქცია თბილისის ბავშვთა სახლში

ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“  ჩაატარა საახალწლო აქცია თბილისის ერთერთ ბავშვთა სახლში. შეხვედრის ფარგლებში ბავშვებს ჩაუტარდათ სახალისო, ინტერაქტიული ტრენინგები საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხზე, რომელშიც ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. ასევე, მათთვის ნაჩვენები იქნა ფილმი, რომელიც დამზადდა ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ პროექტის განმავლობაში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, ასევე დაურიგდათ სხვადასხვა საახალწლო საჩუქრები: სახელმძღვანელოები, პოსტერები, სანიშნეები, რვეულები, სხვადასხვა თვალსაჩინო მასალები და კომპანია ,,ბარამბოს“ მიერ მოწოდებული ტკბილეული, რამაც ბავშვებს განსაკუთრებული საახალწლო განწყობა შეუქმნა.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.