აპრილი 12, 2011
სასკოლო აქცია რუსთავში
პროექტის ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში ჩატარდა ქუჩის აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის 100-მდე მოსწავლემ, მათმა მასწავლებლებმა და მშჴბლებმა.

აპრილი 12, 2011
აქცია ქუთაისის საჯარო სკოლაში
15 მაისს ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების აქცია ჩატარდა. აქციის ფარგლებში მესამე, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მოახდინეს დემონსტრირება იმ უნარჩვევების და ცოდნის, რომელიც მიიღეს ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ პროგრამის შედეგად.

აპრილი 12, 2011
ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის.
ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, რომელიც საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, სასტუმრო ,,ვერე პალასში“ გამართა შეხვედრა, რომლის ფარგლებში მოხდა ახალი პროექტის ,,ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის“ პრეზენტაცია.

აპრილი 12, 2011
მონიტორინგები სკოლებში
დაიწყო მონიტორინგები იმ სკოლებში სადაც საგზაო უსაფრთხოების სწავლება ხორციელდება. მონიტორინგებს საქართველოს მასშტაბით აწარმოებს ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აპრილი 12, 2011
შეხვედრა მოზარდებთან ამერიკულ აკადემიაში
ფონდმა ,,პარტნიორბა საგზაო უსაფრთხოებისთ[ის“ მორიგი შეხვედრა გამართა მოზარდებთან, რომელიც ამჯერად ამერიკულ აკადემიაში ჩატარდა. ღონიშძიების საპატიო სტუმრაი იყო საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი.