
აპრილი 12, 2011
შეხვედრა პედაგოგებთან გორში
2008 წლის ნოემბრის ბოლოს სკოლებში საგზაო უსაფრთხოების სწავლება იწყება, რომელიც ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ინიციატივით განხორციელდება. პროექტში ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ დაიწყება ჩვენი ქვეყნის მასშტაბით 48 საჯარო სკოლაში, მესამე და მეოთხე კლასებში.

აპრილი 12, 2011
აქცია ,,მომავლის სახლში“
ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ბავშვთა უსაფრთხოებაზე და მოზარდების განათლებაზე. ამ მიზნით 21 მარტს მიუსაფარ ბავშვთა სახლში ,,მომავლის სახლი“ ჩაატარა აქცია, რომელსაც ჰქონდა ღია, საჩვენებელი გაკვეთილის ფორმა.

აპრილი 12, 2011
ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო!
ფონდის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, საქართველოს პირველი ლედის, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკიტხთა კომიტეტის ინიციატივით, 20 თებერვალს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა გლობალურ მოძრაობას ,,გავხადოთ გზები უსაფრთხო“ (Make Roads Safe).

აპრილი 12, 2011
სემინარი საგზაო უსაფრთხოების თემაზე
2007 წლის 21 დეკემბერს მსოფლიო ბანკის და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინიციატივით, სასტუმროში ,,სიმპათია“ ჩატარდა სემინარი ტემაზე ,,საგზაო უსაფრთოება საქართველოში“, რომელშიც მონაწილეობას რებულობდა სამთავრობო, არასამთავრობო სექტორი და კერძო ექსპერტები.

აპრილი 12, 2011
ახალი სარეკლამო რგოლი
ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დაამზადა ახალი ვიდეო რგოლი თემაზე - უსაფრთხოების ღვედების გამოყენების მნიშვნელობა და აუცილებლობა. მასში ასახულია ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად, სამუდამოდ ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა.