სასკოლო აქცია რუსთავში

პროექტის ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში ჩატარდა ქუჩის აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის 100-მდე მოსწავლემ, მათმა მასწავლებლებმა და მშჴბლებმა. ბავშვებმა საკუთარი ხელით დამზადებული პოსტერებითა და ფლაერებით, რომელზეც სხვადასხვა გზავნილები იყო ჩამოწერილი, მოიარეს ქალაქი და დაარიგეს მოსახლეობაში. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ პოლიციელები, რომლებიც მიესალმნენ ბავშვების ინიციატივას და მათ მსგავსად პოლიციელებმაც მოუწოდეს მოსახლეობას საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ. სკოლის მოსწავლეებთან ერთად ქალაქის ქუჩები სპორტული მანქანებით შემოიარეს პროფესიონალმა მბრბოლელებმაც, რამაც განსაკუთრებით საინტერესო გახადა ქუჩის აქცია.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.