შეხვედრა მოზარდებთან ამერიკულ აკადემიაში

ფონდმა ,,პარტნიორბა საგზაო უსაფრთხოებისთ[ის“ მორიგი შეხვედრა გამართა მოზარდებთან, რომელიც ამჯერად ამერიკულ აკადემიაში ჩატარდა. ღონიშძიების საპატიო სტუმრაი იყო საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და პრობლემებზე საქართველოში. შეხვედრის განმავლობაში მოზარდებისთვის იქნა ნაჩვენები ავტო-საგზაო ინციდენტების რეალური კადრები, მოხდა მათი განხილვა და შეფასება, შეხვედრის მეორე ნაწილში, რომელიც ამერიკული აკადემიის ეზოში გაგრძელდა, მოზარდებმა იხილეს დანადგარი, რომელიც კომპანია BP - იმ მოგვაწოდა. დანადგარი ავტო-საგზაო შემთხვევის იმიტაციას ქმნის და მისი მეშვეობით მოსწავლეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს თუ რამდენად ეფექტურია და აუცილებელი უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მანქანით მგზავრობისას.

ფონდი გეგმავს, რომ კვლავაც განაგრძოს შეხვედრები მოზარდებთან.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.