აქცია ქუთაისის საჯარო სკოლაში

15 მაისს ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების აქცია ჩატარდა. აქციის ფარგლებში მესამე, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მოახდინეს დემონსტრირება იმ უნარჩვევების და ცოდნის, რომელიც მიიღეს ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ პროგრამის შედეგად.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქის მერიის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ისინი მიესალმნენ ბავშვებს, გამოხატეს თავისი დადებითი დამოკიდებულება და გამოუცხადეს მხარდაჭერა ამ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ბავშვებისთვის საგზაო უსაფრთხოების ნორმებისა და წესების სწავლებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე თბილისიდან ჩასული სტუმრები, ფონდის ,,პსუ“  წარმომადგენლები.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.