ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის.

ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, რომელიც საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, სასტუმრო ,,ვერე პალასში“ გამართა შეხვედრა, რომლის ფარგლებში მოხდა ახალი პროექტის ,,ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის“ პრეზენტაცია. ამასთანავე, გაიმართა მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ალიანსის წევრებმა: ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), კომპანია BP, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, საქართველოს საავტომობილო ფედერაცია, ჟურნალი ,,ავტო ბილდი“, სატელევიზი პროექტი ,,საიმედო ავტო“.

შეხვედრის საპატიო სტუმრაი იყო საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.