თბილისობის დღესასწაული

თბილისობის დღესასწაულზე გამართულ ავტო-შოუზე კიდევ ერთი საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში მოსულ დამთვალიერებელს ანტიკვარული მანქანების ხილვასთან ერთად შესაძლებლობა მიეცათ ენახათ მანქანა-დანადგარი, რომელიც კომპანია BP მოგვაწოდა. ეს მანქანა-დანადგარი საგზაო ინციდენტის იმიტაციას ქმნის და დემონტრირებას ახდენს თუ რამდენად ეფექტურია უსაფრთხოების ღვედები საგზაო შემთხვევისას.

თბილისობის დღესასწაულს დაესწრო ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელმაც განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა ზემოდ ხსენებული დანადგარის მიმართ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ასეთ ხალხმრავალ ადგილებში უსაფრთხოების ღვედების და ზოგადად საგზაო უსაფრთხოების საკითხების პოპულარიზაცია.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.