ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე

ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და ევროკომისიის წარმომადგენლობამ საქართ[ელოში, 2008 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე აღნიშნეს. ეს დღე ევროკავშირში შარშან დაწესდა და მას ევროკავშირის ყველა ქვეყანა აღნიშნავს.

ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, რომელმაც ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და პრობლემებზე საქართველოში.

ზემოდ ხსენებული თარიღის აღნიშვნა საქართველოში 8 აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული ბავშვების მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასევე ,,მე ვიცავ საგზაო წესებს“ კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა საკუთარა თავზე გამოსცადეს უსაფრთხოების ღვედების გამოყენების ეფექტურობა, სპეციალური დანადგარის საშჲალებით, რომელიც კომპანია BP-ს მიეს იქნა მოწოდებული. ეს დანადგარი არის რიკინის კონტრუქცია, რომელზეც მოთ ვსებული მანქანა ტრიალებს და საგზაო შემთხვევის იმიტაციას ქმნის.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.