ავტო-საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა დღე

ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ავტო-საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს რეზოლუციაზე დაყრდნობით 2009 წლის ნოემბრის თვის მესამე კვირა ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა დღედ გამოცხადდა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყენაში აღინიშნება. შეხვედრის ფარგლებში აკადემიის სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალო პოლიციელები არიან, გაიმართა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ფილმის ,,ერთი წამი“ პრეზენტაცია. ფილმი მიეძღვნა ავტო-საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა სხოვნას. მასში ასახულია საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები. ფილმში ნაჩვენებია კონკრეტული ადამიანების ისტორიები, რომელთაც საკუთარ თავზე გადახდათ ავტო-საგზაო შემთხვევა. შეხვედრის მეორე ნაწილში სპეციალური დანადგარის საშალებით, რომელიც კომპანია BP-იმ მოგვაწოდა, უსაფრთხოების ღვედების გამოყენების აუცილებლობის დემონსტრირება გაიმართა.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.