საგზაო უსაფრთხოების აქცია მე-60 სკოლაში

,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ პროექტის ფარგლებში თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღჴნისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-3,მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა. ბავშვებმა მოწვეული სტუმრების წინაშე მოახდინეს დემოსტრირება იმ ცოდნის და უნარჩვევების, რომელიც პროგრამის: ,,ჩვენ ვიცავთ საგზაო წესებს“ განხორციელების შემდეგ შეიძინეს. ამ დღისთვის სპეციალურად მოირთო და მოიხატა სკოლის ეზო, როგორც ნამდვილი ქუჩა, სადაც ბავშვებმა სხვადასხვა საგზაო სიტუაცია გააცოცხლეს. ასევე, სპეციალურად ამ დღისთვის მათ შექმნეს ნახატები და სკოლის ფოიეში მოაწყვეს გამოფენა. ღონისძიება ესწრებოდნენ ფონდის და პროექტის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, USAID - ის წარმომადგენელი ამერიკიდან და განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი.

საპრეზენტაციო ტორტის დაჭრის პროცესში ბავშვები ემოციებს ვერ მალავდნენ და აღნიშნავდნენ, რომ საგზაო უსაფრთხოების სწავლების პროცესი განსაკუთრების მოეწონათ და დაამახსოვრდათ.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.