გამგეობის შეხვედრა პარლამენტში

6 აპრილს ,,უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ფონდმა გამართა შეხვედრა პარლამენტარებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და პარლამენტი ვიცე სპიკერი გიგი წერეთელი, ასევე ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი და სხვადასხვა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები.

ფონდის მხრიდან წარმოდგენილი იქნა კვლევის პრეზენტაცია სახელწოდებით ,,უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობის სოციალური და ეკონომიკური ღირებულება“. შეხვედრაზე ძირითადად განხილული იქნა საკანონმდებლო ინიცირების საკითხი, რომელიც გულისხმობს მოსახლეობისთვის უსაფრთხოების ღვედების მოხმარების დავალდებულებას ყველა ტიპის საავტომობილო გზაზე. შეხვედრას პარლამენტარების გარდა ესწრებოდნენ პროექტის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუმარი აშშ-დან, კერძოდ, USAID-ის წარმომადგენელი ჯესიკა ფორესტი, რომელიც გაეცნო პარლამენტარების ზოგად დამოკიდებულებას და განწყობას ზემოხსენებული კანონის ინიცირების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს გამგეობის წევრებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელობით უახლოეს მომავალში გაიმართოს შეხვედრები საქართველოს პარლამენტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და რამოდენიმე თვეში მოხდეს ამ კანონმდებლობის ინიცირება.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა ახალი სარეკლამო რგოლის პრეზენტაცია.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.