უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მალე სავალდებულო შეიძლება გახდეს!

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქალაქ ნიუ-იორკის მერთან მაიკლ ბლუმბერგთან შეხვედრის შემდგე განაცხადა, რომ საგზაო უსაფრთხოება მეტად აქტუალური პრობლემაა საქართველოში და აუცილებელია მისი მოგვარება აშშ-ის გამოცდილების გათვალისწინებით. ამასთან, პრეზიდენტმა ცალკე გამოყო უსაფრთხოების ღვედების გამოყენების საკითხი, კერძოდ, კანონით რეგულირება ამ საკითხის. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ღვედებმა ის რამოდენიმეჯერ გადაარჩინა საგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავებისაგან. ასე, რომ ძალიან მალე შესაძლოა, რომ უსაფრთხოების ღვედების გამოყენება საქართველოში გახდეს სავალდებულო აეა მარტო ავტობანზე და მაგისტრალებზე, არამედ ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.