შეხვედრა პედაგოგებთან გორში

2008 წლის ნოემბრის ბოლოს სკოლებში საგზაო უსაფრთხოების სწავლება იწყება, რომელიც ფონდი  ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ინიციატივით განხორციელდება. პროექტში ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ დაიწყება ჩვენი ქვეყნის მასშტაბით 48 საჯარო სკოლაში, მესამე და მეოთხე კლასებში. პროექტის დაწყებამდე ფონდის ორგანიზებით ნიმდინარეობს დაწყებითი კლასების მასწავლებლების გადამზადება. ზემოთ აღნიშნული ტრენინგები ტარდება საქართველოს მასშტაბით 6 ქალაქში და მასში ირებს მონაწილეობას საკარო სკოლის 365 პედაგოგი. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ფონდი, კომპანია BP, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.