აქცია ,,მომავლის სახლში“

ფონდი  ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ბავშვთა უსაფრთხოებაზე და მოზარდების განათლებაზე. ამ მიზნით 21 მარტს მიუსაფარ ბავშვთა სახლში ,,მომავლის სახლი“ ჩაატარა აქცია, რომელსაც ჰქონდა ღია, საჩვენებელი გაკვეთილის ფორმა. შეხვედრის ფარგლებში მოხდა ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზოგადი წესების გაცნობა, ასევე მათთვის იქნა სხვადასხვა ტიპის ვიდეო მასალების ჩვენება და დაურიგდათ საჩუქრები - წიგნები, სტიკერები, ტკბილეული.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.