ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგის პრეზენტაციას

13 სექტემბერს ასოციაცია „ინვალიდთა კლუბთან“ არსებული გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მხარდაჭერით გამართეს პროექტ „ ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგის პრეზენტაცია“ . შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში უსაფრთხო , სუფთა, ხელმისაწვდომი და მწვანე ტრანსპორტის განვიტარებას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 
პროექტის ფარგლებში, ჰაერის ხარისხის საზომი სენსორები დამონტაჟდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის გორშიც. აქ შეგიძლიათ ნახოთ მიღბული შედეგები:http://aqe.elva.org:3020/
ასევე, შეგიძლიათ იხილოთ საქართველო ჰაერის ხარისხის სენსორების მსოფლიო რუქაზე: http://airqualityegg.com/ 
აქტივობა დაიგეგმა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქრთველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „გორის ინვალიდთა კლუბი“.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.