სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებთან "ევროპის სახლი" და ”პარტიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” ერთად 25 თებერვალს აწყობს

სემინარს საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ. 

სემინარი 13. 30 სთ სასტუმროში "შერატონ მეტეხი პალასი" ნიდერლანდების სამეფოს ელჩის, ჰანს ჰორბახის და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას სიტყვით გაიხსნება, რის შემდეგაც პრეზენტაციას გააკეთებენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანი, ნიდერლანდების ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი ჰანს ხოტხელფი.

შეხვედრის მეორე ნაწილი საგზაო უსაფრთხოების სფეროში წამყვანი ჰოლანდიური კომპანიების წარმომადგენლებს დაეთმობა, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებზე, საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვაზე, მენეჯმენტზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე და მობილურობის გაზომვის სისტემებზე ისაუბრებენ. 

18.00 საათიდან სემინარი ევროპის სახლში გაგრძელდება, სადაც ნიდერლანდების სამეფოს ელჩის ჰანს ჰორბახის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას და პროფესორ ფრედ ვეხმანის გამოსვლების შემდეგ, 19.30 სთ საგზაო უსაფრთხოების თემისადმი მიძღვნილი გამოფენა “A-დან B-მდე” (კურატორი: გურამ წიბახაშვილი) .

სემინარის დროს ქართველ და ჰოლანდიელ ექსპერტებს და ფართო საზოგადოებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საშუალო და სამომავლო თანამშრომლობისთვის კონტაქტების დამყარების საშუალება ექნებათ. 

დასწრება თავისუფალია.

სემინარის ჩატარების დრო და ადგილი: 
13. 30 – 17. 00 შერატონ მეტეხი პალასი
თელავის ქ. 20
18. 00 – 20. 00 ევროპის სახლი
თავისუფლების მოედანი 1



 
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.