სუფთა ჰაერი საქართველოსთვის

2014 წლის 5 სექტემბერს, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა სემინარი საქართველოში ჰაერის ხარისხის პრობლემებთან დაკავშირებით. 

2014 წლის (რომელი თვიდან), ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“ და „ელვა“ ახორციელებს  ერთობლივ პროექტს „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ („ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგი“).  პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დამონტაჟდა 40-მდე ჰაერის ხარისხის საზომი სენსორი და შეიქმნა სპეციალური ვებ გვერდი  www.haeri.ge , სადაც ასახულია  კონკრეტულ ადგილას ჰაერის დაბინძურების შესახებ სენსორების მიერ მიღებული ინფორმაცია. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყვნენ ახალგაზრდული ორგანიზაციები, ეკო-კლუბები და სკოლის მოსწავლეები. ისინი სენსორებისა და ვებ გვერდის საშუალებით აკვირდებოდნენ ჰაერის დაბინძურების ხარისხს თავიანთ რეგიონში და,  ფონდის დახმარებით, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ატარებდნენ სხვადასხვა სახის აქციებსა თუ კამპანიებს. (ამ ტექსტის უკან შეიძელბა ლინკის გაშვება, რასაც მოებმება ჩვენს გვერდზე დადებული ნიუსები ან ფოტოები კამპანიების შესახებ) 

სემინარზე განიხილეს ჰაერის ხარისხის საზომი სენსორების მიერ მიღებული მონაცემები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰაერის ხარისხის არსებული მდგომარეობის შესახებ და ასევე, თუ რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება ადამიანების ჯანმრთელობაზე და რა როლი აქვს ავტომობილს ჰაერის დაბინძურების კუთხით საქართველოში. 

ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“  სემინარის მონაწილეებს გააცნო პროექტის
ფარგლებში მომზადებული ჟურნალი „სუფთა, უსაფრთხო, სამართლიანი და მწვანე ტრანსპორტი“   და დოკუმენტური ფილმი საქართველოში ჰაერის ხარისხის შესახებ.  (ფილმის ლინკი)
 

პროექტი „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ ხორციელდება USAID- G-PAC-ის პროგრამისა აღმოსავლეთ-დასავლეთის პარტნიორობის ინსტიტუტისა (EWMI) და EASST-ის მხარდაჭერით და მისი მიზანია საქართველოს ქალაქებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. 

www.haeri.ge   www.safedrive.ge      www.ecovision.ge        www.elva.org

 
 









სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.