ცვლილებები კანონმდებლობაში საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენებასთან დაკავშირებით

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, მათ შორის ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მხარს უჭერენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენებასთან დაკავშირებით. კანონპროექტის მიხედვით, მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანის დროს უზრუნველყოს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლესა და წონას.

https://www.interpressnews.ge/ka/article/567538-arasamtavroboebi-sabavshvo-samgzavro-savarzlebis-gamoqenebastan-dakavshirebul-cvlilebebs-mxars-ucheren

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.