ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და EASST-მა EBRD-ის წლიურ შეხვედრაზე საგზაო უსაფრთხოების პანელს უმასპინძლა

15 მაისს, ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“  და „აღმოსავლეთის ქვეყნების ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისათვის“(EASST) რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) წლიურ შეხვედრაზე საგზაო უსაფრთხოების პანელს უმასპინძლა. პანელის თემას ეფექტური პარტნიორობის დამყარება წარმოადგენდა, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივი საგზაო უსაფრხოების სისტემის გაუმჯობესებისაკენ.

პანელის წამყვანი ბატონი დიმიტრი სამბუკი (ორგანიზაციაEASST), ხოლო პანელის წარმდგენები EASST-ის პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციის წარმომადგენლები გახლდათ. მათ შორის იყო ბატონი გელა კვაშილავა, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი; მოგეხსენებათ, ფონდი საქართველოში EASST-ის პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს. შეხვედრაზე საუბარი იყო, როგორც საქართველოს წარმატებებზე საგზაო უსაფრთხოების კუთხით, მაგალითად, როგორიცაა ღვედების კანონი, ასევე უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა და საგზაო უსაფრთხოების ექსპერტებმა საქართველოს საგზაო უსაფრთხოების კანონსა და კულტურაში არსებულ ხარვეზებზეც მიგვითითეს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს, რათა შემცირდეს საგზაო შემთხვევების რიცხვი საქართველოს გზებზე.

საგზაო უსაფრთხოების შესახებ პანელს თბილისის მერის მოადგილე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგნიზაციის, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის შემაჯამებელი წლიური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. 2015 წელს კი ევროპის მასშტაბის შეხვედრებს საქართველო მასპინძლობს.  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.