ფონდის წარმომადგენელი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე რადიო თავისუფლების ეთერში

4 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გელა კვაშილავა, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი. გადაცემის მთავარი თემა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გახლდათ.

გელა კვაშილავა ტექნიკური ინსპექტირების უმთავრეს მიზნად ასახელებს მგზავრობის უსაფრთხოებას. იგი თვლის, რომ პროცესის დაწყება მნიშვნელოვანია ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გელა კვაშილავას შეფასებით, ავტომობილის გამართულობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად მომგებიანია. მან ყურადღება გაამახვილა 2018 წლის 1 იანვრიდან დაწყებული რეფორმის ადმინისტრირებისა და პროცესის არა ფორმალურად, არამედ ხარისხიანად წარმართვის მნიშვნელობაზე.

გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდგომ ბმულზე:

https://www.radiotavisupleba.ge/a/interview-with-gela-kvashilava/28954521.html

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.