ფონდის დამფუძნებლის პრეს კონფერენცია

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელმა გამართა პრესკონფერენცია მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ტრანსპორტის სფეროში. ძირითადად, ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტაქსებთან და პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული რეგულაციები. გელა კვაშილავამ ტაქსებისათვის ახალი რეგულაციები დადებითად შეაფასა. მისი აზრით, გაუმჯობესდება უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხი, ასევე, აუცილებელია რეგულაციების დაწესება მძღოლების კომპეტენციის, ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის, ჰიგიენის კუთხითაც. სასურველი შედეგის მისაღწევად კი სხვადასხვა სექტორის კოორდინირებული ჩართულობაა საჭირო.

გელა კვაშილავამ ასევე დადებითად შეაფასა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა, თუმცა აღნიშნა, რომ აღსრულების კუთხით არსებული ხარვეზები. მისი რეკომენდაციით უნდა შეიქმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც განახორციელებს ზედამხედველობას, რათა თავიდან იქნას აცილებული დარღვევები მძღოლებისა და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისგან.

https://www.facebook.com/kvira/videos/1883183501770855/UzpfSTI0ODg1MDcyMDkwMToxMDE1NjY1NzEwOTU3NTkwMg/ 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.