ფონდის დამფუძნებელი რადიო ჯიპაზე

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა იყო რადიო ჯიპას სტუმარი. გადაცემის მთავარი თემა თბილისის დაბინძურებული ჰაერი იყო. გელა კვაშილავამ ისაუბრა არსებულ მდგომარეობაზე. ხაზი გაუსვა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა საწვავის ხარისხის კონტროლის მექანიზმების, მონიტორინგის, მარკირების სისტემის არარსებობა. მისი აზრით, უნდა წახალისდეს სუფთა ტრანსპორტი საგადასახადო რეჟიმის შემსუბუქების გზით, მაგალითად სასურველია ჰიბრიდული ტრანსპორტის იმპორტთან დაკავშირებული გადასახადები გახდეს ნულოვანი. სახელმწიფომ უნდა გაატაროს კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებას, ქვეითად და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებას.
https://soundcloud.com/radiogipa/kvashilava-21-05
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.