ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პროექტის წარდგენა რეგიონალური განვითარების კონფერენციაზე

თბილისში ორდღიანი კონფერენცია საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საკითხებზე ჩატარდა. კონფერენციაზე ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საკუთარი პროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვემო ქართლის რეგიონში შავი წერტილების მონიტორინგს, სასკოლო ტრეინინგებსა და საინფორმაციო კამპანიას.

კონფერენცია შეაჯამებს 2015 და 2016 წლებში განხორციელებული მცირე გრანტების პროგრამის შედეგებს, რომელმაც შესაძლებლობა მისცა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს განეხორციელებინათ ადგილობრივი ინიციატივები ეკონომიკური და სოციალური განვითარების სხვადასხვა სფეროში.

ინიციატივა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) მონაწილეობით, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.