საგზაო უსაფრთხოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროექტი

ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტთან  ერთად, იწყებს საგზაო უსაფრთხოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას კახეთის რეგიონში.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროგრამას მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით.  პროექტის მიზანია შეამციროს კახეთის რეგიონულ გზებზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა პირისთვის ტრანსპორტის გადაადგილების ღირებულება და დრო, გააუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა და  გაიზარდოს მოძრაობაში მონაწილე პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება.

რეაბილიტირებულ გზებზე  საგზაო მოძრაობაში მონაწილე პირების  მძღოლების, ქვეითების, ბავშვების და გზის პირას მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ განახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს, რათა გაიზარდოს მოსახლეობის საგზაო უსაფრთხოების დონე და შემცირდეს გზებზე  შესაძლო ავარიების რისკი.  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.