საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება მაღალმთიან აჭარაში

1 და 2 ოქტომბერს, ფონდმა „პარტნირობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება მაღალმთიან აჭარაში“ ფარგლებში  საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები ჩაატარა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები სკოლის მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მარშლებისათვის. ასევე, მომზადდა საინფორმაციო მასალები, სახელმძღვანელოები, რეფლექტორები და სპეციალური კითვარის ფორმა მარშლებისთვის.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  ტრენინგი ჩაუტარეს შუახევის, სხალთის და ხულოს ტერიტორიაზე მომუშავე მარშლებს და გააცნეს საქართველოში, კერძოდ მაღალმთიან აჭარაში, არსებული ძირითადი საგზაო რისკები, მათი გამომწვევი ფაქტორები და საზოგადოების, განსაკუთრებით მარშლების, როლი ამ პრობლემების მოგვარების და საგზაო რისკების შემცირების კუთხით. ასევე, ორგანიზაციის ინიციატივით, შემუშავდა მარშალის ფორმა, სადაც მოცემულია საგზაო რისკებისა და საგზაო შემთხვევების შესახებ კითხვები, რომლებიც აღწერს მარშალის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგზაო საფრთხეებს.

ასევე, დაბა შუახევის  სკოლასა და ხულოს რესურს-ცენტრში ჩატარდა ტრენინგი მასწავლებლებისთვის.  ხოლო მოსწავლეებისთვის საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები ჩატარდა ჩანჩხალოსა და სხალთის საჯარო სკოლებში. მოსწავლეებს გააცნეს საქართველოში და კონკრეტულად მაღალმთიან აჭარაში არსებული საგზაო პრობლემები, საგზაო წესები და მათი დაცვის მნიშვნელობა. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების ჩემპიონების კონკურსის შესახებ. შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები და რეფლექტორები.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.