საგზაო უსაფრთხოების ვორკშოპი მალაიზიაში

16-18 აგვისტოს, მალაიზიაში, საგზაო უსაფრთხოების შესახებ ვორკშოპი გაიმართა, რომელსაც 11 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდა. მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა. ვორკშოპის განმავლობაში შემუშავდა საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის მონახაზი ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნებისათვის.

რეგიონალური საგზაო უსაფრთხოების სტრატეეგის ძირითადი მიზანია რეგიონში განახევრდეს საგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული ადამიანების რიცხვი 2030 წლისათვის. სტრატეგიის განხილვა ასევე მოხდება 20 სექტემბერს, ტაილანდის დედაქალაქ ბანკოგში, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) შეხვედრაზე. საბოლოო დოკუმენტი კი დამტკიცდება წლის ბოლოს უმაღლესი ოფიციალური პირების მიერ, მე-15 ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მინისტერიალის კონფერენციაზე.   

http://www.carecprogram.org/index.php?page=road-safety  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.