საგზაო და სატრანსპორტო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა დუბლინის დელეგაციასთან

4 თებერვალს, თბილისის მერიაში, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლები, საგზაო და სატრანსპორტო უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ, თბილისში ვიზიტით მყოფ დუბლინის დელეგაციას შეხვდა.

დუბლინის დელეგაციის წარმომადგენლებმა, დუბლინის მერიის გარემოსა და ტრანსპორტის სამსახურის ტექნიკური მომსახურების განყოფილების უფრომა, ბრენდან ობრაინმა და ამავე სამსახურის ტექნიკური მომსახურების განყოფილების მთავარმა ინჟინერმა, ეოგან მედდენიამ ისაუბრეს დუბლინის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ. ასევე, განიხილეს მათი წარმატებული გამოცდილების საქართველოში გადმოტანისა და დანერგვის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ფეხით მოსიარულეთათვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, კერძოდ, ტრამვაის, განვითარების მნიშვნელობის შესახებ.

ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდა სატრანსპორტო და საგზაო უსაფრთხოების საკითზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.