პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ პრეზენტაცია

26 თებერვალს, თელავში სასტუმროში “ძველი თელავი“ პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრო ვაჟა ფანჩულიძე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, პლატონ კალმახელიძე, ირაკლი ლითანიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თელავის მერი, კახეთის საპატრულო პოლიციის, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და მედია.

პროექტი ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტთან  ერთად. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი 2009 წლიდან ახორციელებს კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროგრამას მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით; ხოლო ფონდი განახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს, რათა გაზარდოს მოსახლეობის საგზაო უსაფრთხოების ცნობიერება და შემცირდეს გზებზე   შესაძლო საგზაო ავარიების რისკები.

პროექტის მიზანია გაუმჯობესდეს საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა პირის - ქვეითების, მძღოლებისა, ბავშვებისა და გზის მიმდებარედ მცხოვები მოსახლეობის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და შესაბისად გაიზარდოს საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილის უსაფრთხოების დონე.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.