მობილური ტელეფონი და მანქანის მართვა

მრავალი კვლევა უჩვენებს, რომ მობილური ტელეფონით (როგორც ხელში დაჭერილი მობილური ტელეფონით, ისე დამატებითი მოწყობილობის მქონე მობილური ტელეფონით) საუბარი ავტომობილის მართვის დროს სერიოზულად ფანტავს მძღლის ყურადღებას და ავტო საგზაო შემთხვევის რისკს ზრდის, მობილური ტელეფონის მოსარგებლე მძღოლები იმის მიუხედავათ უჭირავთ მათ ხელში მობილური ტელეფონები თუ არა:

•1. ნაკლებად ახერხებენ იმის დანახვას თუ რა ხდება გზაზე;
•2. უფრო დიდი ალბათობით შეიძლება დაეჯახონ წინ მიმავალ მანქანას;
•3. უფრო გვიან რეაგირებენ და ვერ ასწრებენ დამუხრუჭებას;
•4. უფრო დიდი ალბათობით ქმნიან საფრთხეს სატრანსპორტო ნაკადების გადაკვეთის ადგილებში;
•5. უფროო დაძაბულები და გაღიზიანებულები არიან;
ამას გარდა ალბათობა იმისა, რომ ასეთი მძღოლები ავარიას მოახდენენ, დააზიანებენ სხვის ან საკუთარ ჯანმრთელობას ოთხჯერ უფრო დიდია, ვიდრე ნორმალურ გარემოებებში. დამატებითი მოწყობილობის გამოყენება მობილურ ტელეფონზე სასაუბროდ მნიშვნელოვნად არ ამცირებს რისკს, ვინაიდან პრობლემებს წარმოშობს მძღოლის გონების გაფანტვა და საჭიდან ყურადღების მაწილობრივ ტელეფონზე გადატანა.
საქართველოს კანონმდებლობით მობილური ტელეფონის გამოყენება საჭის მართვისას ისჯება ჯარიმით (10 ლარი)  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.