მალე სკოლებში საგზაო უსაფრთხოების სწავლება დაიწყენა

ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავის უცხოელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე, რომელთა პრიორიტეტს მოზარდებში საგზაო უსაფრთხოების კულტურის ამაღლება წარმოადგენს. ამ მიმართულებით, 2008 წლის ნოემბრიდან  ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად იწყებს პროექტს: ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“, რომელიც კომპანია BP -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

საგზაო უსაფრთხოების სწავლება მოხდება საქართველოს მასშტაბით 48 საპილოტე სკოლაში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შეირჩა. პროგრამაში ჩაერთვებიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები.

 

პროექტის დაწყებამდე მოხდება დაწყებითი კლასის დამრიგებლების დატრენინგება და მათთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი მასალების, სახელომძღვანელოების, თვალსაჩინოებების გადაცემა.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.