კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ რუსთავი 2-ზე

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შუადღის გადაცემის მთავარი თემა ცენტრალურ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიმდინარე მშენებლობა და მასზე არსებული საგზაო უსაფრთხოების კამპანია “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  გახლდათ. გადაცემას  ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე,  და კამპანიის ერთე-ერთი სახე ავტო ავარიის შედეგად დაზარალებული თინათინ რევაზიშვილი სტუმრობდა.

გადაცემის მსვლელობისას, სტუმრებმა ისაუბრეს ცენტრალური ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე, ქვეყნისთვის მისი მშენებლობის მნიშვნელობასა და საგზაო უსაფრთხოების პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე“  ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. კამპანიის “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  მიზანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე საგზაო ავარიების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების რიცხვის შემცირება.

კამპანია “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  ხორციელდება პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე“   ფარგლებში ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტის დაკვეთით. პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.

გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

http://rustavi2.com/ka/video/15694?v=2

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.