კამპანია „ნუ შექმნი საფრთხეს, დაიცავი საგზაო წესები“ საგარეჯოში

7 მაისს, ქალაქ საგარეჯოს საინფორმაციო ცენტრში, კამპანიის „ნუ შექმნი საფრთხეს, დაიცავი საგზაო წესები“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კამპანია ტარდება ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ ფარგლებში.

შეხვედრაზე ფონდის გამგეობის თავჯდომარემ, გელა კვაშილავამ ისაუბრა პროექტის მიზნების, ამოცანების და სამომავლო აქტივობების შესახებ, ასევე, საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე, კახეთის გზებზე არსებული საგზაო რისკ-ფაქტორების შესახებ, თუ რამდენად შეუწყობს ხელს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა უსაფრთხო საგზაო სისტემის შექმნას რეგიონში და რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიური ჩართვა საგზაო უსაფრთხოების საკითხებში და მათ მიერ საგზაო წესების დაცვა.

ღონისძებას ესწრებოდნენ მასწავლებლები, სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები, არასამთავრობო ოგანიზაციები და მედია.

პროექტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მხარდაჭერით. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი 2009 წლიდან ახორციელებს კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროგრამას მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით; ხოლო ფონდი განახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს, რათა გაიზარდოს მოსახლეობაში საგზაო უსაფრთხოების ცნობიერება და შემცირდეს გზებზე   შესაძლო საგზაო ავარიების რისკები.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.