კამპანია „დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე“ გორში

3 აპრილს, ქალაქ გორში გლობალური კამპანიის „დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე“ (#safekidslives) ფარგლებში ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატრდა, რომელშიც მონაწილეობა ბავშვებმა და ახალგაზრდეებმა მიიღეს. გაიმართა გლობალური კამპანიის შესახებ პრეზენტაცია, ხოლო შემდგომ ღონისძიების სტუმრებმა სპეციალურად გამზადებულ ბანერებზე დააფიქსირეს საკუთარი მოთხოვნები, რომელიც უფროსებს ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.

ღონისძიება გაიმართა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ საზოგადოება „ბილიკისა“ და გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროასთან“ თანამშრომლობით.

2014 წელს, საქართველოში 21 16-წლამდე ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 839 დაშავდა საგზაო შემთხვევის შედეგად. იმისათვის, რომ ეს რიცხვი შემცირდეს და დავიცვათ ბავშვები საქართველოს გზებზე, გლობალურ კამპანიაში ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ აქტიურადაა ჩართული, რომლის ფარგლებშიც ბავშვები და ახალგაზრდები უფროსებს მოუწოდებენ დაიცვან საგზაო წესები, ხოლო სახელმწიფოს ლიდერებს სთხოვენ შექმნან ისეთი საგზაო პირობები, რომელიც მათ უსაფრთხო მოძრაობას  უზრუნველჰყოფს. მსოფლიოს ბავშვები  ერთ ვებ-გვერდზე www.savekidslives2015.org გაერთიანდნენ, სადაც საკუთარ ხელმოწერასა და მოთხოვნას ფოტოს ან ვიდეო სახით აფიქსირებენ. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.