კამპანია „შეანელე“ წმინდა დიმიტრი ყიფიანი სახელობის სკოლა-კოლეჯში

27 ნოემბერს, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში დაშავებულთა და  დაღუპულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავადფონდისპარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვისდირექტორი ირაკლი იზორია და პროფესიონალი მრბოლელი შაკო ციხელაშვილი წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-კოლეჯს ესტუმრნენ. ბატონმა ირაკლი იზორიამ გამართა პრეზენტაცია თემაზე:  შეანელე, გზა დაუთმე ქვეითს!

2009 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაერო- რეზოლუციაზე დაყრდნობით, ყოველი წლის ნოემბრის თვის მესამე კვირა დღე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა დღედ გამოაცხადა.

 

პრეზენტაციის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს გზებზე არსებული მაღალი ტრავმებისა და ფატალური შემთხვევების მიზეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე სტუდენტებთან დიალოგიპრეზენტაცისი შემსგომ სკოლის მოსწავლეებისთვის ნაჩვენები იყო საგზაო უსაფრთხოების შესახებ სასწავლო ფილმი, ხოლო შემდგომ ამავე თემაზე გაიმართა დისკუსია. მნიშვნელოვანია, საზოგადოების ყველა ჯგუფის მედიის, ბიზნესის, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯანდაცვის სფეროს წარმომადენლების გააქტიურება და ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედება საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად, რათა შემცირდეს ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა  რაოდენობა.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.