კამპანია „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ ბათუმში

15 ივლისს, ქალაქ ბათუმში პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ეკოხედვის, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის, შ.პ.ს ბათუმის ავტო ტრანსპორტისა და ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება – მწვანე საათი ბათუმში!
აქციის მიზანი გახლდათ საქართველოში უსაფრთხო, სუფთა, ხელმისაწვდომი და მწვანე ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებაში ცხოვრების ჯანმრთელი წესის პოპულარიზაცია.

„მწვანე საათი ბათუმის“ ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის ველო-ტური ქალაქში, მოწოდებით: აირჩიე ჯანსაღი, იაფი, მარტივი ტრანსპორტი - ველოსიპედი! ასევე, აქცია „როცა ძრავა ჩართულია“, რომლის ფარგლებშიც ბათუმის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მფლობელებს დაურიგდათ ლიფლეტები საზგოადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით და ფეხით გადაადგილების პოპულარიზაციისა და ჰაერის ხარისხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. 
აქციის შემდეგ გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „მწვანე ქალაქი: უსაფრთხო, სუფთა, ხელმისაწვდომი და მწვანე ტრანსპორტის ადგილი თანამედროვე ქალაქში“. პრეზენტაციაზე მომსხსენებლებმა ისაუბრეს ქალაქის მწვანე პოლიტიკაზე და თანამედროვე ტრანსპორტის არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.  ქალაქ ბათუმში ჩატარებულ ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები. ბათუმის ხელისუფლებას გადაეცა დამატებით ერთი წყვილი ჰაერის გამზომი სენსორი. ამჟამად, ბათუმში დამონტაჟებულია 3 სენსორი.

პროექტი „სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში“ ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და პარტნიორი ორგანიზაციების „ელვა“ და „ეკო ვიჟენის“ ერთობილივი თანამშრომლობით ხორციელდება.  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.