ველოსიპედების პოპულარიზაცია საქართველოში

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის ერთ-ერთი თემა ველოსიპედით მგზავრობა გახლდათ. გადაცემას სტუმრობდნენ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა და თბილისი ველომოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელი თამაზ თიკანაძე.

 გადაცემის სტუმრებმა ისაუბრეს თბილისში ქალაქის ლანდშაფტიდან გამომდინარეველოსიპედით გადაადგილების შესაძლებლობაზე. გელა კვაშილავამ განაცხადა: „ჩვენ მითების დასანგრევად მოვიწვიეთ ჰოლანდიელი ექსპერტები; და აღმოჩნდა, რომ ქალაქის უმეტეს ნაწილში თავისუფლად შესაძლებელია ველოსიპედის ინფრასტრუქტურის განვითარება“.სტუმრების აზრით, ველოსიპედით მგზავრობა ხელს შეუწყობს როგორც სუფთა ტრანსპორტის განვითარებას, ასევე ქალაქში ავტომობილების ნაკადის განტვირთვას; შესაბამისად, საჭიროა, თბილისში შეიქმნას ველოტრანსპორტისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

http://rustavi2.com/ka/video/18607?v=2

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.