ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე

13 ოქტომბერი ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღეა, რომელიც ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად აღნიშნა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით. შეხვედრა გახსნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბატონმა პერ ეკლუნდმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების პრობლემაზე და მნიშვნელობაზე აქართველოში.

ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი, რომელმაც ისაუბრა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც უსაფრთხოების ღვედების ყველა ტიპის საავტომობილო გზებზე გამოყენებას შეეხებოდა. მის გამოსვლაში აღინიშნა, რომ მსგავსი კანონი უახლოეს მომავალში გაჩნდება საქართველოს რეალობაში.

შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართა ახალი ფილმის პრეზენტაცია სახემწოდებით ,,სახიფათო თამაში“, ასევე პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის ფოტოების გამოფენა და ,,მომავლის სახლის“ აღსაზრდელების ხელნაკეთი ნივთების ექსპოზიცია.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.