საგზაო უსაფრთხოების ორგანიზაციების გლობალური შეხვედრა მაროკოში

2015 წლის 12, 13 და 14 მარტს, საგზაო უსაფრთხოების არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური ალიანსის ორგანიზებით, მაროკოში გაიმართა მთელი მსოფლიოს არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, როგორც გლობალური ალიანსის წევრმა ორგანიზაციამ.
შეხვედრაში მონაწილეობდა 51 ქვეყნის საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები, მაღალი რანგის მოწვეული სტუმრები, ლექტორები, მაროკოს ტრანსპორტის მინისტრი, საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის დროს, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საგზაო უსაფრთხოების საუკეთესო გამოცდილება. ასევე, განიხილეს ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპებით მოქმედების  მნიშვნელობა ისეთ არაერთგვაროვან პარტნიორებთან თნამშრომლობის დროს, როგორიცაა ალკოჰოლის ინდუსტრია.ასევე, გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ალიანსის 130 წევრის ნამუშევარი. მათ შორის, ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმოადგინა  ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებსა და კამპანიების შესახებ პრეზენტაცია და ფოტო-გამოფენა, რომელსაც გაეცნო  შეხვედრაში მონაწილე საერთაშორისო და ადგილობრივი, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაეროს საგზაო უსაფრთხოების მესამე კვირეულის და მისი ოფიციალური კამპანიის #SaveKidsLives-ის  დაგეგმვისა და მომზადების კუთხით.შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა მაროკოს დეკლარაცია, რომელიც მოუწოდებს საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობას ერთობლივი ძალებით.მეოთხე გლობალური შეხვედრა დაფინანსებულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის ეროვნული კომიტეტისა (მაროკო) და სხვა სპონსორების მიერ. 


        

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.