E-60 მაგისტრალის თბილისი-ფოთის მონაკვეთზე საგზაო უსაფრთხოების პროექტი დაიწყო

მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ფონდმა პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დაიწყო პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია E-60 მაგისტრალის თბილისი-ფოთი მონაკვეთზე და მის მიმდებარედ“ განხორციელება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების რიცხვის შემცირება.

პროექტი გულისხმობს აღნიშნულ მაგისტრალზე საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სასკოლო ტრეინინგების განხორციელებას, მოსახლეობისა და სატრანზიტო კომპანიებში მომუშავე მძღოლებისთვის გზებზე არსებული რისკებისა და უსაფრთხოების ნორმების გაცნობას, საგზაო უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიების წარმოებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საგზაო უსაფრთხოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიისა და ტრენინგების ჩატარება საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის: მძღოლები, ქვეითები, ბავშვები და გზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მედია საშუალებების აქტიური ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში, რათა მაგისტრალის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას და საგზაო მოძრაობაში მონაწილე პირებს მიეწოდოს ინფორმაცია გზებზე არსებული რისკ-ფაქტორებისა და მათი თავიდან აცილების შესახებ.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.