კამპანია „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ ქობულეთში

14 ივლისს, ქობულეთში, ფონდმა “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ასოციაციასთან „ღირსეული სიბერე“ და ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად  ინოვაციური პროექტის „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ესწრებოდა ქობულეთის ტრანსპორტის რეგულირების სამსახურის უფროსი მიხეილ პაპუნაიშვილი.

შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში ჰაერის ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ჰაერის დამაბინძურებლებზე, პარკინგის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის ველო ტრანსპორტის განვითარებისა და ამ საკითხების გადაწყვეტაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. შეხვედრის შემდეგ, ფონდისა და ასოციაციის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათთან ერთად განიხილეს სუფთა და უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აუცილებლობის საკითხი, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემები ქობულეთში. აღსანიშნავია, რომ ასოციაცია „ღირსეულ სიბერეში“  დამონტაჟდა ჰაერის ხარისხის გამზომი სენსორი და უკვე შესაძლებელია ჰაერის დაბინძურების კონტროლი ქობულეთშიც.  შეხვედრის მონაწილეებსა და ქუჩაში გამვლელ მოქალაქეებს დაურიგდათ  ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ მომზადებული საინფორმაციო ბროშურები და ბლოკნოტები.

პროექტი „სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში“ ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და პარტნიორი ორგანიზაციების „ელვა“ და „ეკო ვიჟენის“ ერთობილივი თანამშრომლობით ხორციელდება.  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.